loader

"ყველამ გაიგო, რატომ არ უნდა შემოხაზოს ხუთიანი" - მურმან დუმბაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველამ გაიგო, რატომ არ უნდა შემოხაზოს ხუთიანი" - მურმან დუმბაძე

კოალიცია "ქართული ოცნების" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი მურმან დუმბაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. იგი ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის პირველ ჩიხში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, რომელსაც, მისი თქმით, უმუშევრობის და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემები აწუხებს.

როგორც მურმან დუმბაძემ აღნიშნა, არჩევნებზე მოსახლეობა მხარს "ქართულ ოცნებას" დაუჭერს და არსებული პრობლემები უმოკლეს ვადაში მოგვარდება.

დუმბაძემ მედიაში გავრცელებულ მის განცხადებებზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, როცა ადამიანებს პრობლემებზე ესაუბრები, ზოგჯერ საჭიროა გაშარჟებაც:

"როცა ერთი საათის განმავლობაში მინორში ვლაპარაკობ, რომ ცუდად არის საქმე, ადამიანები დაღვრემილი სახით მიყურებენ და მინდა, რომ გავაშარჟო ზოგჯერ; მინდა, რომ ადამიანებს მოვუყვე ისეთი რამ, რაც დაამახსოვრდებათ ყველაზე მეტად. დღეს ბევრი ჟურნალისტი მირეკავდა და მეკითხებოდა, რატომ არ უნდა შემოხაზოს ამომრჩეველმა ხუთიანი. მიზანი არის მიღწეული. ყველამ გაიგო, რატომ არ უნდა შემოხაზოს ხუთიანი", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.