loader

დემოკრატია ამ ქვეყანაში მუშაობს, რადგან ვისაც შევხვდით, ერთმანეთზე ყველა საჩივარს ამბობს - ლინდსი გრემი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დემოკრატია ამ ქვეყანაში მუშაობს, რადგან ვისაც შევხვდით, ერთმანეთზე ყველა საჩივარს ამბობს - ლინდსი გრემი

საქართველოს აშშ-ის კონგრესში მტკიცე მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ სენატორმა ლინდსი გრემმა აშშ-ის საელჩოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტია. "დემოკრატია ამ ქვეყანაში მუშაობს, რადგან ვისაც შევხვდით, ერთმანეთზე ყველა საჩივარს ამბობს. თავი აშშ-ში მეგონა. არ ვიცი, რა გამოვა აქედან, მაგრამ ყველას მოგიწოდებთ, მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის შესაძლებლობა, რომ აირჩიოთ საკუთარი ხელმძღვანელობა. ეს ისეთი რამ არის, რაზეც ბევრ სხვა ქვეყანაში ოცნებობენ. გაგიმხელთ ჩემს სურვილსაც, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ერთ დღეს ნატო-ს წევრი გახდეს. თქვენ ამას იმსახურებთ", - აღნიშნა ლინდსი გრემმა.

საკუთარი სურვილი საქართველოსთან მიმართებაში სენატორმა მაკკეინმაც გამოთქვა - "მოვიდეს ის დღე, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსული ჯარებისგან გათავისუფლდება".


იხილეთ: ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან კავშირი გაწყვიტა და ჩვენ მის სიტყვებს ვიღებთ – ჯონ მაკკეინი