loader

გიგა ლიპარტელიანი ბიძინა ივანიშვილს ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგა ლიპარტელიანი ბიძინა ივანიშვილს ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებს

წიგნის "სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს" ავტორი გიგა ლიპარტელიანი "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებს.

ლიპარტელიანმა მოამზადა 30-წუთიანი დოკუმენტური მასალა სახელწოდებით - "ორი რუსული მკვლელობის ერთი ქართველი შემკვეთი". მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკ "რასიისკი კრედიტში" ვასილ ანისიმოვის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ საჭირო გახდა ძმებ ამირან და ოთარ კვანტრიშვილების ფიზიკური ლიკვიდაცია, რომლებსაც ალუმინის ბიზნესში ინტერესები გააჩნდათ.

"ზესტაფონელი ძმების მკვლელობა რუსეთში შეუკვეთა საჩხერელმა კაცმა. ამაზე მეტი სიბინძურე რა უნდა იყოს. თუ ნამუსი აქვს შერჩენილი, გამოვიდეს და მიპასუხოს", - განაცხადა ლიპარტელიანმა.