loader

პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ფიგურირებს?! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ფიგურირებს?!

კახა ბუცხრიკიძეს იცნობენ, როგორც ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელს და მისი მითითებების უსიტყვოდ შემსრულებელს. ამბობენ იმასაც, რომ 2006 წელს ციხის ბუნტის დარბევას უშუალოდ ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდაო.

გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, კახა ბუცხრიკიძე 2007 წელს ტელეკომპანია "იმედის" დარბევაშიც იღებდა მონაწილეობას. იმ დროისთვის ბუცხრიკიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

თუმცა ბუცხრიკიძის სახელი ყველაზე ხმამაღლა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში დაფიქსირდა. საუბარია სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებულ კადრებზე, რომელიც გავრცელებულ ვიდეოებს შორის ციხეებში ადამიანის ღირსების შემლახავ ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ ეპიზოდს წარმოადგენს.

კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფილ პატიმარს სიგარეტის მოწევას სთავაზობს (ის ვიდეომასალაში არ ჩანს, თუმცა ხმა საკმაოდ გარკვევით ისმის) სწორედ კახა ბუცხრიკიძეა.

თუმცა ამ ბრალდებას თავად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საკმაოდ თავაზიანად და დარწმუნებული უარყოფს.

ბუცხრიკიძეს ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებას ურჩევს დიმიტრი ლორთქიფანიძე, რაც აუდიო და ვიდეომასალაზე დაფიქსირებული ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციას გულისხმობს.