loader

"მეცხრე არხის" ინფორმაციით, რუსთავში დიდი ოდენობით სპეცრაზმელია მობილიზებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეცხრე არხის" ინფორმაციით, რუსთავში დიდი ოდენობით სპეცრაზმელია მობილიზებული

რუსთავში დიდი ოდენობით სპეცრაზმელია მობილიზებული, - ამის შესახებ ინფორმაციას "მეცხრე არხი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქალაქში საარჩევნო უბნები დაიხურა, ქუჩებში დიდი ოდენობით მოძრავი "პიკაპის" ტიპის პოლიციის მანქანები შეინიშნებოდა.

"მეცხრე არხი" ასევე იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ 15-მდე "პიკაპის" ტიპის პოლიციის მანქანა თბილისის მიმართულებით გაემგზავრა, ნაწილი კი რუსთავში ბაზაზე დარჩა. ქალაქში ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მიუხედავად ამისა, რუსთავში კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არჩვნებში გამარჯვებას ზეიმობენ.

ასევე იხილეთ: საარჩევნო ყუთის გატაცებას ხაშურში სროლა მოყვა