loader

"იმედის" ცნობით, როლანდ ახალაიაზე, ირაკლი ალასანიას დავალებით, ყოფილი მხედრიონელი ზეწოლას ახორციელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედის" ცნობით, როლანდ ახალაიაზე, ირაკლი ალასანიას დავალებით, ყოფილი მხედრიონელი ზეწოლას ახორციელებს

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი როლანდ ახალაია კონკურენტს "ქართული ოცნებიდან", ირაკლი ალასანიას ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც როლანდ ახალაიამ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მას ხობის "მხედრიონის" ყოფილი უფროსი მიუგზავნა და დაჭერით დაემუქრა.

ასევე, როლანდ ახალაია ამბობს, მისი ოპონენტები ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ საოლქო კომისიაზე და არჩევნების შედეგები შეცვალონ.

"იმედმა" ფარული ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალაიას და ხობის "მხედრიონის" ყოფილი უფროსის საუბარს ასახავს.

საუბარი ავტომანქანაში მიმდინარეობს, თუმცა არც ერთი მოსაუბრე კადრში მოხვედრილი არ არის.

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც როლანდ ახალაიას განცხადებით, ხობის "მხედრიონის" უფროსია და ირაკლი ალასანიას დავალებით სწორედ მას ესაუბრება, ხაზს უსვამს, რომ დანაბარებს ზუსტად, სიტყვა-სიტყვით გადასცემს: "ზუგდიდი მოგებული გვაქვს. მიშამ დათმო. ჩვენ არ ვაპირებთ მოგებულის დათმობას, ხვალიდან ვიწყებთ აქციებს. არ გვინდა ზუგდიდში სიტუაცია დავძაბოთ, თუმცა თუ საჭირო გახდა, დავძაბავთ. პოლიცია და პატრული ჩვენ ხელს არ შეგვიშლის. ყველა ფაქტებს გამოვიტანთ. ამიტომ პროცესებს თვითონ, როგორც უნდა, ისე ჩამოშორდეს და თავს გადაირჩენს დაჭერისგან".

ამასთან, ფარულ ჩანაწერში არც ერთი სახელი და გვარი ნახსენები არ არის.