loader

ნაცისტური რეჟიმი ხალხს აუპატიურებდა საქართველოში, რა ხიდზე ვსაუბრობთ? - ხაინდრავა უკრაინულ თოქ-შოუში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაცისტური რეჟიმი ხალხს აუპატიურებდა საქართველოში, რა ხიდზე ვსაუბრობთ? - ხაინდრავა უკრაინულ თოქ-შოუში

5 ოქტომბერს, უკრაინულ პოლიტიკურ თოქ-შოუში "დიდი პოლიტიკა" თბილისიდან ტელეხიდით "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა ჩაერთო. გადაცემის პირველ ნაწილში მოწვეული რუსი ჟურნალისტის მატვეი განაპოლსკის პასუხებს მან მწვავე არგუმენტები დაუპირისპირა.

"შიში იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე არ გადავა არ შეიძლება არსებობდეს. თავისი მოქმედებებით სწორედ სააკაშვილს მიჰყავდა ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე. რაც შეეხება ივანიშვილს, თითქმის მთელ დასავლურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრები, თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში, ცალსახად გაცხადებულია - არანაირი სხვა გზა გარდა ევროკავშირისა და ნატო-სი არ იარსებებს" - აღნიშნა ხაინდრავამ.

ხაინდრავამ გადაცემის წამყვანის ევგენი კისელევის შეკითხვებს საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით უპასუხა. იმას, უნდა ელოდოს თუ არა ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში რუსეთის მფარველობის ქვეშ დაბრუნებას, მიხეილ სააკაშვილის რეფორმებისა და ყბადაღებული "შუშის ხიდის" დანგრევის საკითხზეც კი.

იხილეთ:
"ბიძინა ივანიშვილი დიდი კითხვის ნიშანია" - მატვეი განაპოლსკი უკრაინულ თოქ-შოუში
"დრო გავა და ალბათ ამ სიტყვებს ინანებ" - მატვეი განაპოლსკის პასუხი გოგა ხაინდრავას