loader

ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მომავალი შემადგენლობიდან უმრავლესობა უკვე დაასახელა. ახალ მთავრობაში მინისტრების პოსტები ასე გადანაწილდება:

შინაგან საქმეთა სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი; თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ალასანია (ამავე დროს, ვიცე-პრემიერი); იუსტიციის სამინისტრო - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების სამინისტრო - სოზარ სუბარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - კახა კალაძე (ამავე დროს, მეორე ვიცე-პრემიერი); სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დავით კირვალიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - ლევან ყიფიანი;

საგარეო საქმეთა სამინისტრო - მაია ფანჯიკიძე; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - გურამ ოდიშარია; ჯანდაცვის სამინისტრო - ამირან გამყრელიძე.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი; რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი - რევაზ შავიშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი; გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი; გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - მაია მიმინოშვილი.

ფინანსთა, ეკონომიკის, განათლების, გარემოს დაცვისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატურები ბიძინა ივანიშვილს დღეს არ დაუსახელებია; არაფერი უთქვამს დასაქმების სახელმწიფო მინისტრზეც.

იხილეთ: ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტების ხელმძღვანელები წარადგინა