loader

იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, პრემიერ-მინისტრი გახდეს ადამიანი, ვისაც არ აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეობა - არჩილ კბილაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, პრემიერ-მინისტრი გახდეს ადამიანი, ვისაც არ აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეობა - არჩილ კბილაშვილი

რადიო "პალიტრის" (FM 103.9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში არჩილ კბილაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად გახდომის პრეცედენტზე ისაუბრა.

შეკითხვაზე, თუ როგორ გახდება ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი, როცა მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, არჩილ კბილაშვილმა განმარტა: "მართლაც უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენს კონსტიტუციაში არის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ საფრანგეთის მოქალაქე გახდეს პრემიერ-მინისტრი. ერთი შეხედვით, სამართლებრივ ჩიხში არ ვართ. მეორე მხრივ, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა ადამიანთა ისტორიაში, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს ადამიანი, ვისაც არ აქვს იმ ქვეყნის მოქალაქეობა. ალბათ, ამ რეალობის წინაშე დავდგებით უახლოეს დროში". - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

იხილეთ გადაცემის სრული ჩან
წერი