loader

დღეს ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ პირადად მან გააუქმა შეღავათები - გიგი უგულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ პირადად მან გააუქმა შეღავათები - გიგი უგულავა

დღეს ივანიშვილმა დაადასტურა, რომ პირადად მან გააუქმა შეღავათები - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ქალაქის მერის მთავრობის სხდომაზე არდაშვება სწორედ ამის დამადასტურებელია, რომ ივანიშვილს არ აქვს ნება, განიხილოს სოციალური შეღავათების საკითხი.

"დღეს გამოჩნდა კიდევ უფრო მძიმე სურათი. აქამდე მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი წყდებოდა ფინანსთა სამინისტროს დონეზე, მაგრამ დღეს პირდაპირ აღიარა ბიძინა ივანიშვილმა, რომ პრემიერის რანგში მიღებული მისი პირველი დადგენილება, რომელიც თბილისელებისთვის შეღავათების გაუქმებას ეხება, პირადად მისი გადაწყვეტილებაა. დღეს დადასტურდა, რომ არც ფინანსთა, არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც სხვა უწყება არაფერ შუაშია და რომ ესაა ბიძინა ივანიშვილის გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ ვიღაცას ჭკუა ასწავლოს", - განაცხადა გიგი უგულავამ "რუსთავი 2"-თან საუბარში.

მისივე განმარტებით, ჭკუის სასწავლებელი არავის არაფერი სჭირს და განმარტა, რომ ხალხი ახალი მთავრობისგან დაპირებების შესრულებას ელოდება.