loader

"ამ ქვეყანაში დეზერტირები იჭერენ გენერლებს" - ახალაიას მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ქვეყანაში დეზერტირები იჭერენ გენერლებს" - ახალაიას მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან თეა თუთბერიძე და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავენ.

თეა თუთბერიძე და 20-მდე ახალგაზრდა, რომლებიც ძირითადად ზუგდიდიდან არიან ჩამოსულები, სასამართლოსთან ტრანსფარანტებით მივიდნენ. ტრანსფარანტებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე შემდეგი წარწერებია: "პატრიოტი ხარ? დაგიჭერენ", "ბრალი ედებათ პატრიოტიზმში", "დღეს პატრიოტიზმი დასჯადია".

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თეა თუთბერიძემ განაცხადა, ბაჩო ახალაია პუტინის, ივანიშვილის და ალასანიას პირადი პატიმარია.

როგორც თეა თუთბერიძემ აღნიშნა, ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს, რადგან დეზერტირები გენერლებს აპატიმრებენ. მისი თქმით, თუ ვინმეს დაპატიმრება უნდათ, რუსეთის სპეცსამსახურებისგან უკეთესად უნდა აითვისონ შესაბამისი მეთოდები.

ასევე იხილეთ:ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად აქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა