loader

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძე გენშტაბის ხელმძღვანელად რჩება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძე გენშტაბის ხელმძღვანელად რჩება

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის რანგში კვლავ განაგრძობს შეიარაღებულ ძალებში სამსახურს. ქვეყნის პირველი პირი გიორგი კალანდაძეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა. საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანმა.

"ჩვენ შევქმენით ისეთი შეიარაღებული ძალები, რომლებიც ემსახურებიან არა რომელიმე პარტიას, მთავრობას ან რომელიმე პრეზიდენტს, არამედ ისინი ემსახურებიან ქართველ ხალხს. მთავარია ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული. ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს ყველაფერი მოვიტოვოთ უკან, დაბრუნდით გენშტაბში და გააგრძელეთ სამშობლოსათვის ისეთივე ერთგული სამსახური, როგორითაც გასული წლების განმავლობაში საქმიანობდით" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.