loader

ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში არეულობას და ქაოსს - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში არეულობას და ქაოსს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში არეულობას და ქაოსს, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "მეცხრე არხის" გადაცემაში "ეკა ბერიძის მთავარი კითხვა". ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბოლო დროს მომხდარ დანაშაულებზე და განაცხადა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები არ დაუშვებენ ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებას, არეულობას და ქაოსს. ქვეყანაში გავრცელებულ ხმებს დანაშაულის ზრდასთან დაკავშირებით მან "მოარული ხმები" უწოდა. ღარიბაშვილმა კრიმინალებსაც მიმართა და გააფრთხილა, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში არც ერთი არ დარჩება დაუსჯელი. "ეს არის მათთვის ბოლო შანსი, რომ დაფიქრდნენ და არ გაიმეორონ შეცდომა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ: ჩვენ არ დავუშვებთ ბოროტმოქმედების გამოშვებას ციხიდან - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მიზანი არ იყო, აღმოგვეჩინა კვალი ბატონ უგულავაზე გასასვლელად - ირაკლი ღარიბაშვილი