loader

ჩვენ არ დავუშვებთ ბოროტმოქმედების გამოშვებას ციხიდან - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ არ დავუშვებთ ბოროტმოქმედების გამოშვებას ციხიდან - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენ მაქსიმალურად ზედმიწევნით ყურადღებით გავფილტრავთ თითოეულ პიროვნებას, რომელიც შესაძლოა, გამოვიდეს ციხიდან და თუ აღმოვაჩენთ, რომ ამა თუ იმ პირის გამოშვება გარკვეულწილად საფრთხის შემცველია, ჩვენ ამას დაუყოვნებლივ შევაჩერებთ", - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "მეცხრე არხის" გადაცემაში "ეკა ბერიძის მთავარი კითხვა" ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას.

აღნიშნულ კანონპროექტს მან "ძალიან საყურადღებო და საფრთხილო" უწოდა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს ბოროტმოქმედების გამოშვება ციხიდან და უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც საფრთხეს არ შეუქმნის საზოგადოებას.