loader

თბილისის მერია შპს "ჰერმესთან" დაკავშირებით მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მერია შპს "ჰერმესთან" დაკავშირებით მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს

თბილისის მერია შპს "ჰერმესთან" დაკავშირებით მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს. ამის შესახებ მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა.

როგორც ბაჩო დოლიძე აცხადებს, მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მერიას შპს "ჰერმესის" ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია და აუდიოჩანაწერი.

"იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანების გეგმებში არის მძიმე დანაშაულის მზადების ნიშნები, როგორიცაა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა (მუხლი 225), ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან მასში აქტიური მონაწილეობა (მუხლი 226) ან/და დანაშაულის პროვოკაცია, ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას ვუგზავნით საქართველოს პროკურატურას და ვთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად დაადგინონ სიმართლე საზოგადოებისთვის ძალიან სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით", -განაცხადა თბილისის მერიის პრესსპიკერმა.

დოლიძის თქმით, მსგავსი გეგმა იმავე პირების მიერ ავტობუსების მძღოლების აქციების პროვოცირების დროს უკვე განხორციელდა.

თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, არ ენდონ ამ შინაარსის ცნობებს.

იხილეთ:

მერიის გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში შალვა რამიშვილი და ნანა ლეჟავა ფიგურირებენ