loader

"მკვლელო, მკვლელო" - დაკითხვიდან გამოსულ ვანო მერაბიშვილს შეძახილებით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მკვლელო, მკვლელო" - დაკითხვიდან გამოსულ ვანო მერაბიშვილს შეძახილებით დახვდნენ

შსს-ში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა 2 საათში დასრულდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დაკითხვის შემდეგ დატოვა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რა რა კითხვები დაუსვეს დაკითხვისას.

ვანო მერაბიშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ მწუხარებას გამოთქვამს, ახალი მთავრობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეპრესიების მანქანად რომ იქცა ოპოზიციის წინააღმდეგ.

შსს-თან შეკრებილმა ახალგაზრდებმა, რომლებიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავდნენ, მერაბიშვილი შეძახილებით - "ვანო მკვლელი", "ვანო ციხეში" გააცილეს.

იხილეთ: "მზად ვარ, გავაგრძელო ბრძოლა საქართველოსთვის" - მერაბიშვილი დაკითხვაზე გამოცხადდა