loader

"ვამაყობ, რომ კომფორტულ შენობაში მომიწია დაკითხვაზე ყოფნა" - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვამაყობ, რომ კომფორტულ შენობაში მომიწია დაკითხვაზე ყოფნა" - ვანო მერაბიშვილი

"ამ ხელისუფლების სურვილია, "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰქონდეს საშუალება, როგორც ოპოზიციურ ძალას, გააგრძელოს ხელისუფლების კრიტიკა. მე და ჩემი მეგობრები, ვინც არ იქნება დაჭერილი ან დაკითხვაზე, მთელ დროს დავუთმობთ ახალი წინადადებების შეთავაზებას საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს ცხოვრება გახდეს გაცილებით უკეთესი. მე ვამაყობ, რომ ჩვენ შევქმენით სახელმწიფო აპარატი და ვამაყობ, რომ ვიმყოფებოდი გამთბარ და გარემონტებულ შენობაში, სადაც სხედან კარგად ჩაცმული პატრულები და ვამაყობ, რომ ასეთ კომფორტულ შენობაში მომიწია დაკითხვაზე ყოფნა" - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შსს-დან თითქმის 5-საათიანი დაკითხვის შემდეგ გამოსვლისას განაცხადა.

მერაბიშვილის განცხადებით, ახალ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ მედიის საშუალებით შუქდებოდეს მხოლოდ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავების, დაკითხვისა და ზეწოლის შესახებ.

ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილი ე.წ. პასპორტის თემასთან დაკავშირებით დაიკითხა და გამოძიებას ამომწურავი პასუხები გასცა.