loader

თავდაცვის სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ფრენების გასაჯაროებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ", პრაქტიკულად, ტყუილში ამხილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რადგანაც დადასტურდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყენებდა მეორე ბორტს და ამ თვითმფრინავით დაფრინავდა ნიცაში, მიუნხენში, ვარშავაში, ლას პალმასში და ასე შემდეგ. ეს არის, რასაც აცხადებდა თავდაცვის უწყება და რასაც უარყოფდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია" - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ადასტურებს, რომ სამხედრო უწყების დელეგაცია ნამდვილად მიემგზავრება საფრანგეთში. თუმცა ვაკო ავალიანი სიცრუეს უწოდებს ირმა ნადირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ახალი თვითმფრინავის შეძენის შესახებ.

იხილეთ: ირაკლი ალასანია თვითმფრინავის შესაძენად საფრანგეთში კონკრეტულ პირს აგზავნის - ირმა ნადირაშვილი