loader

"მე ვარ პატარა ბიძინა რაიონში" - კასპის გამგებელი ოლეგ იაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვარ პატარა ბიძინა რაიონში" - კასპის გამგებელი ოლეგ იაძე

კასპის რაიონის ჩვიდმეტივე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს თანამდებობა 29 ნოემბერს დაატოვებინეს. კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ სოფლის თავკაცები 5 წუთიან სხდომაზე "უმტკივნეულოდ" დაითხოვა.

"რაიონში სოფელი არ დარჩა, სადაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი არ მყავდეს აღზრდილი, მოსახლეობა პატივს მცემს და წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სოფლის რწმუნებულებად ერთი "ნაციონალი" არ იქნება, "ქართული ოცნების" აქტივისტები დაინიშნებიან. მივცემ საშუალებას, რომ გადაწყვეტილება თვითონვე მიიღონ. ასევე მათზე იქნება დამოკიდებული სოფლის ყოფილ თავკაცებს დატოვებენ სამსახურში თუ გაუშვებენ სახლებში" – აცხადებს ოლეგ იაძე.

ოლეგ იაძე სამბოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სამბოში მსოფლიო ჩემპიონია. მწვრთნელობიდან ის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველოს პერიოდში მოხსნეს. ამჟამად იაძე კასპის რაიონის გამგებლის მოვალეობას არულებს.

იხილეთ წყარო: qartli.ge