loader

თუ ჩვენ არ მოგვინდება, სააკაშვილი პარლამენტს აპრილშიც ვერ გაუშვებს - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ ჩვენ არ მოგვინდება, სააკაშვილი პარლამენტს აპრილშიც ვერ გაუშვებს - ბიძინა ივანიშვილი

თუ ჩვენ არ მოგვინდება, სააკაშვილი პარლამენტს აპრილშიც ვერ გაუშვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. კითხვაზე, სააკაშვილის პროგნოზით, შანსი არ გაქვთ არც 2013 წლის და არც 2014 წლის არჩევნებში, ივანიშვილი აცხადებს, რომ მის მთავრობას არჩევნების არ ეშინია.

"სააკაშვილს არანაირი მექანიზმი არა აქვს. თუ ჩვენ არ მოგვინდება, სააკაშვილი პარლამენტს აპრილშიც ვერ გაუშვებს და ვერავის ვერ დაითხოვს, თუმცა პარლამენტის დათხოვნაც არ არის ჩვენთვის კატასტროფა. პირიქით, როგორც უმცირესობის ლიდერმა, როცა უნდა განაცხადოს, რომ ეს პარლამენტი არის არაეფექტური და ხალხს უნდა სხვა პარლამენტი ჰყავდესო. ამ მიმართვას უმცირესობის ყველა წევრმა მოაწეროს ხელი და წინასწარ ვაცხადებ, არ შევალთ პარლამენტში, ტექნიკურ დეფოლტს შევქმნით და ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ტყუილად ყოყლოჩინობენ. თავისი ჭკუით ამით ერთმანეთს ამაგრებენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია დღეს, "კვირის პალიტრის" წლის ნომერში გამოქვეყნდა.

ასევე იხილეთ: "იმაზე მეტს გავაკეთებთ, რასაც ხალხს დავპირდით" - ბიძინა ივანიშვილი

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია kvirispalitra.ge -ზე