loader

უნდა გამოჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც იტყვის, რომ პრორუსული ვექტორი უჭირავს - ვალერი ხაბურძანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნდა გამოჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც იტყვის, რომ პრორუსული ვექტორი უჭირავს - ვალერი ხაბურძანია

უნდა გამოჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც იტყვის, რომ პრორუსული ვექტორი უჭირავს, - განაცხადა რადიო "პალიტრის" (103.9) გადაცემა "რეზიუმეში" საქართველოს უშიშროების ექსმინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ. ხაბურძანიას განცხადებით, კოალიცია "ქართულ ოცნებას" პროდასავლური გეზი აქვს და საჭიროა ქვეყანაში პრორუსული ძალის ჩამოყალიბება, რათა ამ განსხვავებული მიმართულების პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია გამოიკვეთოს. "ამერიკელები იაფად ყიდულობენ საქართველოს, რუსები კი ფულს საერთოდ არ იხდიან. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ორივე მხარე, რომ საქართველოში დიდი ფული გადაიხადონ", - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ. ხაბურძანიას თქმით, ის აპირებს პრორუსული ძალის ჩამოყალიბებას, თუმცა, არ იცის, ეს რამდენად გამოუვა.


ასევ იხილეთ:

- ვანო მერაბიშვილმა მითხრა: შენნაირი მინისტრები რომ ჰყავდა შევარდნაძეს, ახლა აქ იმიტომ ვზივარო - ვალერი ხაბურძანია

- პუტინმა მიხეილ სააკაშვილს ჩემს შესახებ დადებითი სიტყვები უთხრა - ვალერი ხაბურძანია