loader

"როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა ჩუკენობას?" - გიგი უგულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა ჩუკენობას?" - გიგი უგულავა

თბილისის მერი გიგი უგულავა მერიის თანამშრომლების გახშირებულ დაკითხვას ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით უგულავამ განცხადება კაჩინსკის სახელობის სკვერში გააკეთა. 

"პროკურატურა შეეჩვია ქარაგმებით საუბარს და აგრძელებს ამ ტენდენციას. მინდა ავუხსნა საზოგადოებას, თუ რა შუაშია ეს ყველაფერი კაჩინსკის სკვერთან, სადაც ეხლა ბავშვები თამაშობენ. მხედრიონის დროიდან მოყოლებული აქ ამ ადგილას ჟანგისა და ბეტონის ხროვად ქცეული ბენზინგასამართი სადგური იდგა. როდესაც გადაწყდა სკვერის რეაბილიტაცია, მეპატრონესთან შეთანხმებით და თანხმობით ამ ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა.

ამ მთავრობასთან დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ რიტორიკულ კითხვას დავსვავ: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა აი, ამ ჩუკენობას და როდის გადავა ახალი მთავრობა რეალური საქმის კეთებაზე. მე შემიძლია ათობით ობიექტი ჩამოვუთვალო მათ, სადაც ესეთი უკანონო ობიექტები არსებობდა და კანონის სრული დაცვით, პირადად ჩემი დირექტივით მათი დემონტაჟი განხორციელდა. ჩვენ შეგვიძლია კიდევ მრავალ ობიექტზე წავიდეთ, მე თვითონ მივიყვან გამომძიებლებს და ბატონ კბილაშვილს და ვაჩვენებ ბევრ ისეთ ობიექტს, სადაც ეხლა ბავშვები თამაშობენ", - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.