loader

პაწაწინა "გრეჩიხუნებმა" მრავალ თაობას ცხოვრება გაუმწარეს - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაწაწინა "გრეჩიხუნებმა" მრავალ თაობას ცხოვრება გაუმწარეს - მიხეილ სააკაშვილი

თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და მივდივართ 90-იან წლებში, როცა ჩვენი ყველაზე დიდი მახასიათებელი იყო უპასუხისმგებლობა , - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე პატიმართა გათავისუფლებას, რომელთა შორისაც, ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდებიც არიან.

როგორც სააკაშვილმა საკუთარ რეზიდენციაში, ქუთაისის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, შექმნილი ვითარება საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდას არღვევს.

მისივე თქმით, შესაძლოა სხვებს დაავიწყდათ, მაგრამ მას 90-იანი წლების განადგურებული თბილისის, ქუთაისისა და საქართველოს სხვა ქალაქების სურათი კარგად ახსოვს.
შეხვედრის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.