loader

შსს-ში დამლაგებლებსაც არ იღებენ თამაზაშვილის გარეშე - ირმა ნადირაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ში დამლაგებლებსაც არ იღებენ თამაზაშვილის გარეშე - ირმა ნადირაშვილი

რასაც "ქართული ოცნება" რეორგანიზაციას, სამართლიანობის აღდგენას უწოდებს, რეალურად ეს არის ადგილების გათავისუფლება დეპუტატების და მინისტრების ნათესავებისთვის, - ამის შესახებ უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" სათავეში მოსვლის შემდეგ თითქმის აღარ ტარდება კონკურსები და ადამიანები სამსახურში იმ ნიშნით აჰყავთ, რა თვალით უყურებს მათ ან პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, ან უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.

ნადირაშვილმა მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი ნათესავების სია წარმოადგინა, რომლებიც, მისი თქმით, სწორედ ნათესაური ნიშნით დაინიშნენ თანამდებობებზე.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები იმართება. დებატები პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხება. 



იხილეთ: მერაბიშვილი იმ გუნდის წევრია, რომლის მეთაურიც მახათაზე ბარბაც-ბარბაცით მიბორძიკობდა - ოთარ ჩრდილელი