loader

ჯონდი ბაღათურია თბილისის ზღვაზე ჩინური ქალაქის პროექტის შესახებ ვიდეომასალას აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯონდი ბაღათურია თბილისის ზღვაზე ჩინური ქალაქის პროექტის შესახებ ვიდეომასალას აქვეყნებს

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია იმ ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელზეც თბილისის ზღვაზე ჩინური დასახლების პროექტი და შესაბამისი სარეკლამო რგოლია ასახული.

ჯონდი ბაღათურიას ინფორმაციით, წინა ხელისუფლებამ 2012 წელს ფარული ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ ჩინური ქალაქის მშენებლობას და 127 ათასი ჩინელის ჩამოსახლებას ითვალისწინებს.

ბაღათურიას მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალა ჩინურ ენაზეა. მისივე ინფორმაციით, 10-წუთიანი ვიდეოკლიპი ჩინეთის ტელევიზიებით უკვე გადის და მოსახლეობას საქართველოს შესახებ უამბობს. ვიდეომასალაში ასევე დეტალურადაა აღწერილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და პროექტი, თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული ტერიტორია ჩინელების ჩამოსახლების შემთხვევაში.

ბაღათურიას თქმით, კლიპში ასევე ჩანს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრება. "ქართული დასის "ლიდერი არ აკონკრეტებს, თუ ვინ მიაწოდა მას ვიდეომასალა.