loader

დავით უსუფაშვილი პრემიერისა და პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით უსუფაშვილი პრემიერისა და პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირწმუნება, რომ პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო პროექტზე შეთანხმება ბევრი სხვა საკითხის გადაჭრისა და პრობლემის მოგვარებისკენ გახსნის გზას, - ამის შესახებ უსუფაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მას არ შეუწყვეტია მოლაპარაკებები უმცირესობასთან და ასეთი დიალოგი გუშინ საღამოსაც ჰქონდა.

მისივე აზრით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტის დამტკიცება საჭიროა იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში გაჩნდეს განცდა იმისა, რომ ქვეყანას არ ემუქრება პოლიტიკური კრიზისები და "არავის თავში რაიმე უბედურება არ იგეგმება".

იხილეთ:

პარლამენტს არასოდეს უთქვამს, რომ პრეზიდენტს არ მოუსმენდა - დავით უსუფაშვილი