loader

"უსინდისოდ ნუ იქცევით" - შელაპარაკება თეა წულუკიანსა და გიორგი ვაშაძეს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უსინდისოდ ნუ იქცევით" - შელაპარაკება თეა წულუკიანსა და გიორგი ვაშაძეს შორის

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უმცირესობის წევრს, სამოქალაქო რეესტრის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძეს სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებისთვის "უკანონო დავალებების" მიცემაში ადანაშაულებს.

როგორც წულუკიანმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ვაშაძემ სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ კომპეტენტურ თანამშრომელს მისთვის დიპლომატიური პასპორტის დამზადების უკანონო დავალება მისცა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამის გამო თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა მოუწია.

მის ამ განცხადებას ღონისძიებაზევე გამოეხმაურა და უპასუხა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა.

"ნუ მემუქრებით, თუ შეიძლება, შეარჩიეთ საუბრის ტონი. უკანონოდ თქვენ არ მომეცით დიპლომატიური პასპორტი. მაშინ, როცა სხვისთვის 15 წუთშია მისი აღება შესაძლებელი, ჩემთვის ეს პრობლემა გახდა", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ მხარეები ერთმანეთს მწვავე რეპლიკებით დაუპირისპირდნენ.