loader

ჭირსაც წაუღია ნებისმიერი სკამი და თანამდებობა - გიგი უგულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭირსაც წაუღია ნებისმიერი სკამი და თანამდებობა - გიგი უგულავა

ჭირსაც წაუღია ნებისმიერი სკამი და თანამდებობა. დღეს ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ გამარჯვებულმა პარტიამ ხალხს დანაპირები შეუსრულოს , - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე განაცხადა.
უგულავამ აქციის მონაწილეებს მიმართა, გაამხნევა და განმარტა, რომ "ყველაფერი კარგად იქნება".

მისივე განმარტებით, ქვეყანა განსაცდელშია არა იმიტომ, რომ ბრალი წარედგინა, არამედ იმიტომ, რომ ოპონენტების პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, ახალმა მთავარობამ უნდა გააცნობიეროს, რომ უნდა იყვნენ უკეთესები.

ასევე იხილეთ:

საზოგადოებით მანიპულირება მთავრობას ჯოჯოხეთამდე მიიყვანს - გიგი უგულავა

თბილისის მერის მხარდამჭერთა აქციაზე გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძეც გამოჩნდა