loader

საქართველოს პრეზიდენტი დაცვის სამსახურით სარგებლობაზე უარს ამბობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს პრეზიდენტი დაცვის სამსახურით სარგებლობაზე უარს ამბობს

საქართველოს პრეზიდენტი დაცვის სამსახურით სარგებლობაზე მთლიანად უარს ამბობს და მისი დაცვის სპეციალური ღონისძიებები დღეს დილიდან აღარ ხორციელდება, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 24 თებერვალს ერთპიროვნულად გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია და დაცვით სარგებლობის სანაცვლოდ პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დათანხმება მოსთხოვა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაინიშნა.

იხილეთ: ეს სუპერ უპასუხისმგებლობაა - დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე