loader

რუს ექსპერტებს ჩვენი ჩინოვნიკები უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუს ექსპერტებს ჩვენი ჩინოვნიკები უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ჩინოვნიკებს რუსეთის მთავარი სანიტარული უწყების ექსპერტების ჩამოსვლის გამო "უკანა თათებზე დამდგარი" დახვედრის გამო აკრიტიკებს. 

"ონიშჩენკომ არ დაგვდო პატივი და არ ჩამოვიდა, რადგან ქართველებს მუქთახორებად და უსაქმურებად მიიჩნევს, როგორც თვითონ თქვა, მაგრამ ჩამოვიდა მისი დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ ჩვენი ჩინოვნიკები. ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანკალებული ხელებით უსხამდნენ ღვინოს და თვალებში შესციცინებენ რუს ჩინოვნიკებს. გამახსენდა გოგოლის "რევიზორი". არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს, ჯიბეში ჩაუდო ორი "კაპიკი" და წავა ბედნიერი. თქვენ გგონიათ მართლა ქიმიკატების გასაზომად არიან ესენი ჩამოსულები?!, მართლა გგონიათ, რომ ქართულ ღვინოში რამეა?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ძალიან კონკრეტული კითხვა აწუხებს – "რატომ ვერ გადავლახეთ რუსების სიამოვნების სურვილი?!".

ასევე იხილეთ:

შემიძლია პრემიერს სადილზეც ვეწვიო, თუ დამპატიჟებს, და ვისაუბრო - მიხეილ სააკაშვილი

ნაწილობრივ ამ ტაქსისტებმა წაგვაგებინეს არჩევნები - მიხეილ სააკაშვილი