loader

"არ დავყოთ საქართველო "ნაცებად" და "ქოცებად" - გიგი უგულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ დავყოთ საქართველო "ნაცებად" და "ქოცებად" - გიგი უგულავა

ჩვენ არ გვინდა ცისფერ და წითელ ფერებად დაყოფილი საქართველო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

თბილისის მერმა მთავრობას მოუწოდა, გააცნობიეროს, რომ არსებობს ერთი და არა ორი საქართველო. "მე ვეუბნები ივანიშვილს - არ არსებობს ორი საქართველო. არის ერთი საქართველო და მას უნდა ემსახუროს ყველა. ჩვენ არ გვინდა ცისფერ და წითელ ფერებად დაყოფილი საქართველო, საქართველო არ იყოფა ნომრებად და ფერებად. საქართველოს აქვს ერთი მომავალი, რომელსაც უნდა ვემსახუროთ, არ დავყოთ ის "ნაცებად" და "ქოცებად", - აღნიშნა უგულავამ.

ამასთან, თბილისის მერმა "ნაციონალური მოძრაობის", როგორც ოპოზიციური ძალის, მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას უფრო უჭირს, ვიდრე ხელისუფლებას.

"ჩვენ მათ ოპოზიციაში ვართ და არა ქვეყნის ოპოზიციაში. მათ ვაიძულებთ შეასრულონ ის, რასაც დაგვპირდნენ. შეიძლება ვთქვათ, რომ 7 თვე ბევრი არაა, მაგრამ 7 თვე საკმარისია იმისთვის, რომ ვიგრძნოთ ერთი რამ - გავჩერდით და წინ არ მივდივართ", - აღნიშნა უგულავამ.

ასევე იხილეთ:

"ჩვენ დავძლევთ მონურ ინსტინქტს" - "ნაციონალების" ცოლები და ცნობილი ქალბატონები აქციაზე

– სომეხი ჰომოსექსუალი ვარ და ამიტომ მოვედი აქციაზე - თამარ ჩერგოლეიშვილი

"თავხელიძე ვარ, პრობლემა გაქვს რამე?!" - შეხლა-შემოხლა "ნაციონალების"აქციაზე

"თქვენთვის მოვკვდები!" - პრეზიდენტის ემოციური გამოსვლა "მიშა, მიშა"-ს შეძახილების ფონზე

ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის დროს აქცია დატოვა