loader

რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული - ბიძინა ივანიშვილი

თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ახალი მთავრობა განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგას, რაც რუსეთთან დიალოგის წარმართვას გულისხმობს.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია არის საქართველოს სტრატეგიული არჩევანი და ამას ალტერნატივა არ აქვს.

მისივე თქმით, ეს არჩევანი არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, რადგან ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა.

ასევე იხილეთ:

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბიძინა ივანიშვილს კითხვა ჩიორა თაქთაქიშვილზეც დაუსვეს

"თქვენ გიყვართ რუსეთის პრეზიდენტი" - პოლონელი დეპუტატის კითხვა და პრემიერ ივანიშვილის პასუხი

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია