loader

"თქვენ გიყვართ რუსეთის პრეზიდენტი" - პოლონელი დეპუტატის კითხვა და პრემიერ ივანიშვილის პასუხი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ გიყვართ რუსეთის პრეზიდენტი" - პოლონელი დეპუტატის კითხვა და პრემიერ ივანიშვილის პასუხი

პოლიტიკა არ უნდა იყოს პიროვნებების სიყვარულზე აგებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროსაბჭოს პოლონელი დეპუტატის იმ კითხვას უპასუხა, რომელიც ივანიშვილის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დამოკიდებულებას ეხებოდა.

ივანიშვილის განცხადებით, მთავრობის მეთაურს, პირველ რიგში, უნდა უყვარდეს საკუთარი ქვეყანა და ცდილობდეს, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხში მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი წვლილი შეცდომები და ხალხმა დაშვებულ შეცდომებზე პასუხი, პირველ რიგში, საკუთარ მთავრობას უნდა მოჰკითხოს.

ბიძინა ივანიშვილმა პოლონელ დეპუტატს რიტორიკა დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის სააკაშვილის მსგავსი რიტორიკით ცდილობს მის პოლემიკაში ჩართვას.

ასევე იხილეთ:

რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული - ბიძინა ივანიშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბიძინა ივანიშვილს კითხვა ჩიორა თაქთაქიშვილზეც დაუსვეს

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია