loader

"ეს იმავე სერიიდანაა, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი" - პრეზიდენტი დახურულ შეხვედრაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს იმავე სერიიდანაა, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი" - პრეზიდენტი დახურულ შეხვედრაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ჟურნალისტები არ დასწრებიან, პრეზიდენტი, შეხვედრის პარალელურად, უნივერსიტეტის გარეთ მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის აუდიომასალას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს და მათი ინფორმაციით, შეხვედრის აუდიოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.

"მე ძველი რევოლუციონერი ვარ, როგორ შეიძლება, სტვენით შემაშინონ? ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდანაა, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს? 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო - ვინ რჩეული ვაჟკაცი, ვაზაგაშვილი?" - ისმის პრეზიდენტის ხმა აუდიოჩანაწერში.

სტუდენტებმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დატოვეს, აღნიშნეს, რომ მათი პროტესტის მიზეზი მწვავე შეკითხვებზე პრეზიდენტის არაადეკვატური პასუხები გახდა. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა მართლაც ისაუბრა ვაზაგაშვილზე, თუმცა მისთვის კრიმინალი არ უწოდებია.

ასევე იხილეთ: პრეზიდენტის "მთავარი ტკივილი" და ჩე გევარა-სტუდენტები - მიხეილ სააკაშვილი თსუ-ში

იხილეთ ინგლისური ვერსია