loader

მიხეილ სააკაშვილი მარგველაშვილზე, ივანიშვილზე, კალიგულასა და ნერონზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი მარგველაშვილზე, ივანიშვილზე, კალიგულასა და ნერონზე

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აზრი შეიცვალოს. ასე გამოეხმაურა ფოთში მყოფი სააკაშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელებას. საკითხის კომენტირებისას პრეზიდენტს, ალბათ, უნებლიედ, იმპერატორი ნერონი კალიგულაში აერია.

მოგვიანებით პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: "მომიტევეთ, თუ რომის იმპერატორის ცხენზე საუბრისას უნებლიედ ნერონის სახელი წამომცდა კალიგულას ნაცვლად... მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ლაფსუსზე მეტად შინაარსია გადამწყვეტი და სრულიად არ მახარებს ამ მაგალითის ჩვენი ქვეყნის კონტექსტთან დაკავშირება. მაინც ღრმად მწამს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება",- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ:

კრიმინალი, რომელმაც მიტყიპა ჩიორა თაქთაქიშვილი, თანამდებობაზე დაუნიშნავთ - მიხეილ სააკაშვილი

თავგასული ადამიანების დიდ ჯგუფს დაუსჯელობის სინდრომი აქვს - მიხეილ სააკაშვილი ინციდენტზე

"მიშა გალსტუკიანი კურდღელია" - პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ