loader

ირაკლი ღარიბაშვილი დედაენის ბაღში გამართულ აქციებს მანქანიდან აკვირდებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი დედაენის ბაღში გამართულ აქციებს მანქანიდან აკვირდებოდა

"დედაენის ბაღთან", სადაც ორი სხვადასხვა აქცია გაიმართა, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქციების დაწყებისთანავე მივიდა. ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის აქციის მიმდინარეობისას ავტომობილში იჯდა. მინისტრი დედაენის ბაღში და მის გარე პერიმეტრზე გამართული აქციების მიმდინარეობას ბოლომდე აკვირდებოდა და ტერიტორია აქციის დასრულების შემდეგ დატოვა. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური.

"დედაენის ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დაცვის გაძლიერებული ზომები იყო მიღებული. დღევანდელ აქციაზე გაცილებით მეტი სამართალდამცველი იყო მობილიზებული, ვიდრე 17 მაისის აქციის დროს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი მუშაობა პოზიტიურად შეაფასეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფოფხაძემ განუცხადა, კარგია, რომ ორივე მოწინააღმდეგე მხარეს მიეცა აქციის გამართვის შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი ფორმით შეკრებილიყვნენ და თავიანთი პოზიციები გამოეხატათ.

ასევე იხილეთ:

"ერთი მამაო დაჯდება ციხეში? ქუდზე კაცი გამოვა ქუჩაში!" - ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია

"არ გვინდა რელიგია "ტაბურეტკასთან" ასოცირდებოდეს" - აქცია თეოკრატიის წინააღმდეგ "დედაენის ბაღში"

ავტორები: ელენე ცინცაძე, ნინო ჭანია

იხილეთ ინგლისური ვერსია