loader

ავღანეთში ქართულ ბაზაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა, 9 დაჭრილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში ქართულ ბაზაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა, 9 დაჭრილია

ავღანეთში 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში საგანგებო განცხადება გაკეთდა. ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულია 7 სამხედრო. მოგვიანებით, სამინისტრომ დააზუსტა, რომ დაღუპულია 6 სამხედრო მოსამსახურე, მეშვიდეს კი ნანგრევებში ეძებენ. უკვე ამის შემდეგ თავდაცვის უწყებამ გაავრცელა მორიგი ცნობა, რომ ნანგრევებში მოყოლილი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

ასევე იხილეთ: მათი მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველო აუცილებლად გადარჩება - მიხეილ სააკაშვილი