loader

"პრეზიდენტის ტრაბახმა მიაქცევინა ყურადღება თალიბებს" - კობა ლიკლიკაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პრეზიდენტის ტრაბახმა მიაქცევინა ყურადღება თალიბებს" - კობა ლიკლიკაძე

რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე ავღანეთში კოალიციის ჯარებზე თავდასხმების გააქტიურებას, ძირითადად, თალიბანის მიერ ერთი თვის წინ გამოცხადებულ "გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ნადირობას" უკავშირებს. ამის შესახებ ლიკლიკაძემ გადაცემა "პოლიტმეტრში" ჩართვისას განაცხადა.

"მეორე არის საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების, პირდაპირ ვიტყვი, ტრაბახი და ეს პრეზიდენტის განცხადებაში კიდევ ერთხელ ჩანდა. მან მიაქცევინა ყურადღება თალიბებს. აქამდე ავღანეთში თუ ჩასაფრებით, გზებზე დამონტაჟებული აფეთქებებით იღუპებოდნენ ჩვენი ჯარისკაცები, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომ პირდაპირ ესხმიან ბაზებს თავს. მესამე, რასაც ვფიქრობ, პირადად ჩემი შეხედულებაა, რომ სანამ ხელისუფლება მიიღებდა ქვედანაყოფის გაორმაგების გადაწყვეტილებას, ამას დიდი რესურსი დასჭირდა და ქართველი ჯარისკაცები ვერ არიან სათანადოდ მომზადებულები. გარდა ამისა, ეს არის ძალიან სახიფათო ზონა და არ უნდა ამას ძალიან დიდი ექსპერტობა, რომ გაორმაგების შემთხვევაში, მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდებოდა", - განაცხადა ლიკლიკაძემ.

მისივე თქმით, მას არ ესმოდა ძველი "ხელისუფლების სიჯიუტის" და მათი არგუმენტის, თუ რატომ უნდა გაზრდილიყო ავღანეთში ქართული კონტინგენტი. ლიკლიკაძემ მაგალითად ჩეხეთი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა ნატო-ს წევრია, ბიუჯეტი საქართველოზე 30-ჯერ მეტი აქვს, ხოლო ავღანეთში ქართველ სამხედროებზე სამჯერ ნაკლები ჯარისკაცითაა წარმოდგენილი.


ასევე იხილეთ:

ავღანეთში ტერაქტის შედეგად 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა, 9 დაჭრილია

თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება? - შოკისმომგვრელი ვიდეო YouTube-იდან