loader

ბიძინა ივანიშვილს დევნილები ბათუმში ხმაურით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილს დევნილები ბათუმში ხმაურით დახვდნენ

მძიმეა მდგომარეობა დევნილებთან დაკავშირებით, მაგრამ პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის შესახებ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან დევნილები საპროტესტო აქციით დახვდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე პრობლემის მოკლე დროში მოგვარებას შეჰპირდა, თუმცა, დანაპირები არ შეასრულა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერი დევნილებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ვალდებულია დევნილების საკითხი მოაგვაროს.

პრემიერის თქმით, მომდევნო კვირის განმავლობაში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე ბათუმს ეწვევა და დევნილთა საკითხს შეისწავლის. ბიძინა ივანიშვილთან ერთად დევნილებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც გაესაუბრა.