loader

"ცირკი იყო, მეტი არაფერი" - შს მინისტრთან შეხვედრა რამდენიმე ადამიანმა დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცირკი იყო, მეტი არაფერი" - შს მინისტრთან შეხვედრა რამდენიმე ადამიანმა დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრთან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ტელეკომპანია "პირველი არხის" ჟურნალისტებმა - ეკა კვესიტაძემ, დავით პაიჭაძემ და არასამთავრობო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელმა - კახა კოჟორიძემ, ნინო ლომჟარიამ და ეკა გიგაურმა დატოვეს.

როგორც ჟურნალისტებს ეკა კვესიტაძემ განუცხადა, მისი პროტესტის მიზანი გახდა "ცირკი", რომელიც შეხვედრაზე ირაკლი კაკაბაძემ და შალვა რამიშვილმა მოაწყვეს.

"მოიყვანეს ადამიანები, რომლებმაც დადგეს ცირკი. შეხვედრა დავტოვე იმისთვის, რომ ცირკში მონაწილეობა არ მინდოდა", - განაცხადა კვესიტაძემ და განმარტა, რომ მედიის წარმომადგენლებს შორის უთანხმოება გამოიწვია საკითხმა, ეჩვენებინათ თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე ვიდეოკადრები.

ამასთან, კვესიტაძე შს მინისტრს პარასკევს საკუთარ გადაცემაში იწვევს და განმარტავს, რომ მასთან ბევრი შეკითხვა აქვს. მისი თქმით, ღარიბაშვილს გადაცემაში 6 თვეა, ეპატიჟება და პრესსამსახურისგან უარს იღებს.