loader

"მიშა, აიღე ჰალსტუხი და დავაი, დასვიდანია!" - კიშინიოვში სააკაშვილის ვიზიტი გააპროტესტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიშა, აიღე ჰალსტუხი და დავაი, დასვიდანია!" - კიშინიოვში სააკაშვილის ვიზიტი გააპროტესტეს

კიშინიოვში მიმდინარე სამიტის პარალელურად, რესპუბლიკის სასახლის წინ სხვადასხვა ჯგუფმა აქცია გამართა. ახალგაზრდების ერთი ნაწილი საქართველოში შერჩევით სამართალს გმობდა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტასა და ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა; მეორე ჯგუფი კი მიხეილ სააკაშვილის მოლდოვაში ვიზიტს აპროტესტებდა.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის მოწინააღმდეგეთა აქცია რამდენიმე ათეულით აჭარბებდა იმ აქციის მონაწილეთა რიცხვს, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ პრეზიდენტსა და მისი გუნდის კურსს. "სააკაშვილი ნარზე!" "მიშა, აჰა, ჰალსტუხი და კარგად იყავი!" "სააკაშვილი - ნატოსა და აშშ-ს მოსამსახურე!" "სააკაშვილი არცხვენს საქართველოს!" - სკანდირებდნენ მოწინააღმდეგეთა აქციაზე.

იხილეთ "კვირის პალიტრის" საიტზე

ასევე იხილეთ: მიხეილ სააკაშვილი კიშინიოვში მხარდამჭერ ახალგაზრდებს შეხვდა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე