loader

რა შთაბეჭდილება დატოვა ბიძინა ივანიშვილმა დიმიტრი მედვედევზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შთაბეჭდილება დატოვა ბიძინა ივანიშვილმა დიმიტრი მედვედევზე

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის შეფასებით, ქართველი კოლეგა ბიძინა ივანიშვილი "პრაგმატული ადამიანია". როგორც მედვედევი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ივანიშვილმა მასზე დავოსში შეხვედრისას.

"ჩვენ გვქონდა მოკლე, თუმცა ნორმალური საუბარი, საკმაოდ მშვიდი, ამხანაგური საუბარი. მან ჩემზე პრაგმატული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, სხვათა შორის, მანამდე არ მყავდა ნანახი. დატოვა შთაბეჭდილება ადამიანის, რომელსაც, ბუნებრივია, სურს თავისი ქვეყნის აყვავება და აღორძინება, რომელსაც გააჩნია საკუთარი პოლიტიკური ორიენტირები და პრიორიტეტები, მაგრამ ესმის, რომ უნდა დაალაგოს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც ესმის, რა მძიმე მემკვიდრეობა ერგო მას წინა პოლიტიკოსებისგან. მემკვიდრეობა, რომლის ნიადაგზე დიდწილად დაინგრა პირდაპირი კომუნიკაციები რუსეთის ფედერაციასთან. მაგრამ ჩვენ მაინც ასე ახლობელი ხალხები და ახლობელი ქვეყნები ვართ", - აცხადებს მედვედევი.

ასევე იხილეთ:

ივანიშვილის რა განცხადებას უწოდა "ვაჟკაცური სიტყვები" მედვედევმა

"სამწუხაროა, რომ თქვენს ქვეყანაში არსებობენ ლტოლვილები" - მედვედევი