loader

"რითი დაფრინავს პრემიერი ივანიშვილი?" - ანდრო ბარნოვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რითი დაფრინავს პრემიერი ივანიშვილი?" - ანდრო ბარნოვი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ფრანგული წარმოების თვითმფრინავებთან დაკავშირებით მთავრობის წევრთა განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობას შეუძლია შეცვალოს თვითმფრინავების განკარგვის ფორმა და ის შსს-ს დაცვის სამსახურს ან რომელიმე სხვა უწყებას გადასცეს, მაგრამ ისინი უნდა დარჩეს საქართველოში, რადგან ქვეყანას და არა სააკაშვილს და პირადად ივანიშვილს სჭირდება.

ადმინისტრაციის უფროსმა "იმ პროლეტარული აღშფოთების შესახებაც" გააკეთა განცხადება, რომელიც ეკონომიკის მინისტრის კომენტარში "ამოიკითხა" და რომლის მიხედვითაც, თვითმფრინავის სალონი პრეზიდენტის ბრძანებით სპეციალურად იყო მოწყობილი. "მთავრობას მინდა ერთი შეკითხვა დავუსვა - რითი დაფრინავს პრემიერი ივანიშვილი? იმ თვითმფრინავს ხომ არ იყენებს, რომელზეც არჩევნებამდე მთელი წლის განმავლობაში სრულიად უშვერი ვაკხანალია იყო ატეხილი, რომ სააკაშვილმა თურმე გაბედა და შეიძინა. მინდა გითხრათ, რომ პრემიერის ბოლო ვიზიტისას გამოყენებული თვითმფრინავი, სწორედ ის თვითმფრინავია, რომელიც სააკაშვილის ბრძანებით იქნა შეძენილი და რომელიც, მათ ასეთ აღშფოთებას იწვევს", - დასძინა ბარნოვმა.