loader

33-ე ბატალიონს ავღანეთში მინისტრთან ერთად პაატა ბურჭულაძე და ანსამბლი "შვიდკაცა" ესტუმრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

33-ე ბატალიონს ავღანეთში მინისტრთან ერთად პაატა ბურჭულაძე და ანსამბლი "შვიდკაცა" ესტუმრნენ

33-ე ბატალიონი ბაზა "ლეზერნეკზე" უკვე ხუთი თვეა, იმყოფება. ანსამბლი "შვიდკაცა" კი ავღანეთში პირველად ჩავიდა. სამშვიდობო მისიაში მყოფი ქართველი სამხედროებისთვის "შვიდკაცას" კონცერტი ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ინიციატივით გაიმართა. პაატა ბურჭულაძემ ჯარისკაცებს საჩუქრად ხატები, ლოცვანი და ქართული ნობათი გადასცა.

კონცერტის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამხედროებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც აისაფის მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მეთაურს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს ბრწყინვალების ორდენი, ხოლო ქართველ და ამერიკელ სამხედროებს უწყებრივი მედლები "გენერალი კვინიტაძე" და "გენერალი მაზნიაშვილი" გადასცა.

ერთ-ერთ მორიგი ამოცანა ქართველმა სამხედროებმა "ლეზერნეკზე" მდებარე ქართულ ბაზა "ორბი"-ზე განახორციელეს, სადაც მართვის ცენტრია განთავსებული. როგორც 33-ე ბატალიონის სერჟანტი რამაზ ნადიბაიძე აცხადებს, მათი მთავარი მოვალეობა ბაზა "ლეზერნეკის" დაცვაა.

ბაზა "ლეზერნეკი" აისაფის მისიის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. ის ქაბულიდან რვაასი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ბაზაზე ამ დროისათვის შვიდასზე მეტი ქართველი მსახურობს.

იხილეთ ასევე: ქართველი ჯარისკაცების ისტორიები ავღანეთიდან - "პალიტრა TV" ბაზა ”ლეზერნეკზე”

იხილეთ ვიდეო ინგლისურად