loader

ნინო ბურჯანაძე: "ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ელემენტარული პრობლემების მოგვარება ვერ შეძლო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო ბურჯანაძე: "ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ელემენტარული პრობლემების მოგვარება ვერ შეძლო"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შემაშფოთებელია ის მოვლენები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ახალგორსა და დიცში მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, კიდევ უფრო შეშფოთებას იწვევს "ხელისუფლების აბსოლუტური უუნარობა", რაიმენაირად კალაპოტში ჩააყენოს აღნიშნული პრობლემების მოგვარება.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ელემენტარული პრობლემების მოგვარება და ვერ შეძლო რუსეთთან იმ დონეზეც კი ურთიერთობების დამყარება, "რომ არ მივიღოთ უარესი შედეგი, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმის დროს გვქონდა".

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე