loader

მიხეილ სააკაშვილი - "ვარდების რევოლუცია" რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა დენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი - "ვარდების რევოლუცია" რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა დენი

"ვარდების რევოლუცია" რომ არ მომხდარიყო, ვიჯდებოდით ახლა აბსოლუტურ სიბნელეში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ნენსკრაჰესის" მშენებლობის საფუძველის ჩაყრისას განაცხადა.

"წინა მთავრობის ენერგომაფიის მიერ დაგროვილი ვალებიდან დღემდე ვერ ამოვედით და ახლა ისინი საცეცებით მოიწევენ ხელისუფლებაში. დღემდე გვიჩივიან ლონდონის არბიტრაჟში, ვენაში, ისრაელში, ყველგან. აფერისტების დიდი კორპორაცია იყო ის მთავრობა. რეალურად მაგათ რომ გაეგრძელებინათ 2003 წლის შემდეგაც, რაც გვქონდა დენი, ისიც არ გვექნებოდა და დროზე მოვუსწარით. რომ იძახიან, რას გვამადლით დენს - არ გამადლით, მაგრამ, რომ არ ყოფილიყო ვარდების რევოლუცია, არ იქნებოდა დენი", - განაცხადა სააკაშვილმა.