loader

მიხეილ სააკაშვილის რბოლა რუსთავის ახლადგახსნილ ავტოდრომზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილის რბოლა რუსთავის ახლადგახსნილ ავტოდრომზე

მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის განახლებული ავტოდრომი გახსნა, სადაც დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი იმართება წრიულ რბოლაში. ავტოდრომი პრეზიდენტმა პირადად გამოსცადა და საპატიო წრეზე ფორმულა 3-ით პირველმა გაიარა.

ახალი ავტოდრომი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ტრასის სიგრძე 4 ათას 122 მეტრს შეადგენს და მთლიანად კერძო ინვესტიციით აშენდა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში რუსთავის ავტოდრომზე პირველად იმართება. შეჯიბრში Legends, Formula alfa, Touring - 1500 და GT კლასის სპორტული ავტომობილები იღებს მონაწილეობას. საქართველოს ჩემპიონატი რვა ეტაპისგან შედგება, ფინალი კი ნოემბერში გაიმართება.

იხილეთ:
- მზად ვარ მოვიჭრა და რუსეთს გავუგზავნო ჩემი სხეულის მათთვის საინტერესო ნაწილები - მიხეილ სააკაშვილი
- მიხეილ სააკაშვილი - "ვარდების რევოლუცია" რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა დენი
- ქრისტიანობა არის ჩვენი პასპორტი ევროპისკენ - მიხეილ სააკაშვილი
- მიხეილ სააკაშვილმა ქალბატონს ფეხსაცმელი თავად ჩააცვა