loader

შსს-ს ვიდეომასალა - "პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს" (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ს ვიდეომასალა - "პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს" (+18)

პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს, - ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მისივე ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებდა, რასაც ვიდეოფირზე იღებდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შოთა ხიზანიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, აღნიშნული ვიდეომასალა წარმოადგენს შედარებით მსუბუქ მასალას იმასთან შედარებით, რაც გამოძიებას გააჩნია.

იხილეთ: პატიმართა ცემის ახალ, უმძიმეს კადრებს "მაესტრო" ავრცელებს (+18)