loader

პატიმართა წამების ფაქტებზე მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ კომენტარი გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატიმართა წამების ფაქტებზე მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ კომენტარი გააკეთა

სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის რამდენიმე პირი, რომელიც შსს-სა და "მაესტროს" მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ფიგურირებს, დაკავებულია, რამდენიმეზე კი ძებნაა გამოცხადებული. ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, კადრები, რომლებიც იხილა, მისთვის შემზარავია.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში სიტუაცია კონტროლზეა აყვანილი და აქვე პატიმართა მშობლების წინაშე პირობა დადო, რომ მსგავს ქმედებას ადგილი აღარ ექნება.

ასევე იხილეთ:

- "მეცხრე არხი" პატიმრის წამების შემზარავ ვიდეოს ავრცელებს (+18)

-პატიმართა ცემის ახალ, უმძიმეს კადრებს "მაესტრო" ავრცელებს (+18)

- შსს-ს ვიდეომასალა - "პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს" (+18)