loader

რა პირობებში ცხოვრობენ ჯარისკაცები ქუთაისისა და სენაკის ბაზებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პირობებში ცხოვრობენ ჯარისკაცები ქუთაისისა და სენაკის ბაზებზე

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ქუთაისის III ქვეითი ბრიგადისა და სენაკში მდებარე II ქვეითი ბრიგადის ბაზებზე არსებული საყოფაცხოვრებო პირობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა. თავდაცვის მინისტრი ქუთაისის III ქვეითი ბრიგადისა და სენაკში მდებარე II ქვეითი ბრიგადის ბაზებს 12 თებერვალს სტუმრობდა. ირაკლი ალასანია არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო.

მისი თქმით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია ქუთაისის III ქვეითი ბრიგადის ბაზის ინფრასტრუქტურა. თავდაცვის მინისტრის დავალებით, სამხედრო ბაზებზე არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნა. სამუშაო ჯგუფმა უკვე შეისწავლა სამხედრო ნაწილებში არსებული პრობლემები და ჯარისკაცებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა.